
მცენარეთა მიკროკლონირების ლაბორატორია
მცენარეთა მიკროკლონირების საკუთარი ლაბორატორია (ძირითადი მასალის გენეტიკურად იდენტური კლონების მიღება) სადაც გამოგვყავს ვირუსებისგან თავისუფალი სანერგე მასალა კასეტებში ან ქოთნებში. მყიდველისთვის სანერგე მასალის გადაცემის ეტაპზე ხდება მასალის ვირუსებზე და სხვადასხვა დაავადებებზე შემოწმება. დღეისათვის ლაბორატორიაში გამოგვყავს შემდეგი დასახელების რამდენიმე მილიონი ნერგი:
ლურჯი მოცვი – 8 ჯიში, მაყვალი – 4 ჯიში, კივი, ბეიბი კივი (აქტინიდია), ფსტა (ფისტა), კანადური ყვავტყემალა, პავლონია, ოპუნცია, კაკალი, ჩაი, კარტოფილი. მიიღება ინდივიდუალური შეკვეთები ჯიშებზე და კულტურებზე, რომელიც არ შედის სტანდარტულ ჩამონათვალში.
როგორც პიონერები და საქართველოში ლურჯი მოცვის მოყვანის უდავო რეპუტაციის მქონე კომპანია, გვაქვს ყველა საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა, ჩვენ ვთავაზობთ კენკროვანი პლანტაციის მოწყობის მომსახურებას „გასაღების ქვეშ“ (დასრულებული ობიექტის ჩაბარებით) შემდგომი აგრო მხარდაჭერით და მოსავლის შესყიდვით, რომლის გადამუშავებაც მოხდება ჩვენს ქარხანაში.

[wpdm_package id=’875′]

სერტიფიცირებული ჯიშების წარმოებისთვის აუცილებელია გადაიდგას შემდეგი თანმიმდევრული ნაბიჯები.
- პომოლოგიური ხარისხის მიხედვით შერჩევა: შეირჩევა ცალკეული მცენარე თითოეული ჯიშიდან, და მოხდება მისი სქემაში შეყვანა.
- ბირთვული უჯრედების ფონდის წარმოება: მცენარე–კანდიდატების შერჩევა ბირთვული უჯრედების ფონდისთვის ხორციელდება დაშრევების ან დამყნობის გზით. მცენარე–კანდიდატებს ტოვებენ ფონდის ბირთვული უჯრედებისგან იზოლირებულად. მოწმდება კანდიდატის ბირთვული უჯრედების ფონდი. მცენარე–კანდიდატების მხოლოდ ბირთვული უჯრედები, რომლებიც პასუხობენ ყველა მოთხოვნას, გადაეცემა ბირთვული უკრედების პლანტაციას.
- ფონდზე ზრუნვა: ბირთვული უჯრედების პლანტაციისთვის იქმნება პირობები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი დაცვა დასენიანებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი შემოწმების ჩატარება. მცენარეების გამოყვანა უნდა მოხდეს კონტეინერებში, სადაც მოთავსებული იქნება სტერილური არე, იზოლირებული მიწისგან.
- პროპაგაციის ფონდის წარმოება: სანაშენო ფონდი იწარმოება ბირთვული უჯრედების მასალისგან, პირობებში, სადაც ისინი დაცული იქნებიან ინფიცირებისგან.
- სერტიფიცირებული მცენარეების წარმოება: სერტიფიცირებული მცენარეები იწარმოებიან სანაშენო მასალისგან, როგორც ერთწლიანი დაფესვიანებული ღეროები, პროპაგაციის ერთი ან ორი ეტაპის შემდეგ.
მთელი პროცესის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რათა შენარჩუნებულ იქნეს პომოლოგიური ნიშნები თავდაპირველ შერჩეულ მცენარეებში. აუცილებელია გამხორციელდეს შესაძლო მუტაციის კონტროლი.