ვანრიკ აგრო ჯგუფი – ეს არის დინამიკურად მზარდი კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი სტრატეგიის ძირითადი ელემენტების მეშვეობით აგრობიზნესში მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევას, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ახალი ჯიშებსა და კულტურათა დანერგვას.
მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი კარნახობს არსებული ბუნებრივი რესურსების ეფექტურად და ფრხილად გამოყენებას. ჩვენი ჯგუფი სტაბილურად მოქმედებს ამ პრინციპით.

ჩვენი სტრატეგიის ძირითადი ელემენტები:
- გუნდი და კულტურა: ჩვენ იმისკენ მივილტვით, რომ ჩვენი თანამშრომლები და ვანრიკ აგრო ჯგუფის კორპორატიული კულტურა წარმოადგენს ჩვენი კონკურენტული უპირატესობის მთავარ წყაროს;
- ტექნოლოგიური გარღვევა: ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას და ვცდილობთ ჩვენს ბიზნესში თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვას;
- ახალი კულტურების და ჯიშების დანერგვა, რომლებიც იძლევიან მაქსიმალურ პროდუქტიულობას;
- მწვანე ენერგია და ბუნებრივი რესურსების ეკონომიური გამოყენება;
- ფინანსური საქმიანობა: ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი ბიზნესის ფინანსური ბრუნვა უფრო ეფექტური ხარჯების მართვის და რისკის/დაბრუნების კოეფიციენტით.






ყველაფერი რაც გავაკეთეთ, — ეს მხოლოდ დასაწყისია. ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია დაწყებული საქმე. წინ გველოდება – დიდი სამუშაო და ახალი გამოწვევები.
წლების წინ დავისახეთ მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ბიზნესის გაფართოებასთან და მოდერნიზაციასთან. ჩვენი ამოცანები მომდევნო ეტაპზე ბევრად უფრო რთული იქნება. ვანრიკ აგრო ჯგუფის მომავალი წარმატებისთვის ახალ მსოფლიოში, აუცილებელია მოხდეს საფუძვლის ჩაყრა.
ეს არის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების და კლიენტების უპირატესობების სამყარო, სამყარო სადაც ბევრად უფრო დიდი არასტაბილურობა და გაურკვევლობაა ეკონომიკაში, მსოფლიოს გაზრდილი კონკურენციაა ახალი ბაზრის მონაწილეების მხრიდან, უფრო მკაცრი რეგულირების სამყაროა. ამ გამოწვევებზე ღირსეული პასუხების პოვნა ადვილი არ იქნება, ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს ჩვენს საქმეში, მაგრამ, რაც მთავარია, საჭირო იქნება შემოქმედებითი ენერგია, კრეატიულობა, ჩვენი გუნდისა და ახალი პარტნიორების ჩართვა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ინვესტორებთან თანამშრომლობის შედეგად ჩვენი პრინციპების გაზიარებით, ჩვენ მივაღწევთ საერთო მიზანს, რომ გავხდეთ ერთ-ერთი საუკეთესო აგრო კომპანია მსოფლიოში. დასავლეთ საქართველოს ნაყოფიერი მიწები და ზომიერი სუბტროპიკული კლიმატი ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

[wpdm_package id=’607′]
[wpdm_package id=’633′]

ინფორმაცია ინვესტორებისთვის
იმისათვის, რომ მიიღოთ მისაწვდომობა ფაილებზე, გთხოვთ შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ მცირე ანკეტა. თქვენი მოთხოვნის დამუშავების შემდეგ ელ–ფოსტაზე გამოგიგზავნით სპეციალურ პაროლს. [contact-form-7 id=”610″ title=”Request for investors information”]
