ვანრიკ აგრო ჯგუფის კომპანია „სტალკერ“-ის სანერგე მეურნეობა გახდა პირველი მონაწილე სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირებაში. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ ჩატარებული საველე ინსპექტირების და ლაბოატორიული ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ სანერგეს გასცეს სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ჩვენს მცენარეთა მიკროკლონირების ლაბორატორიაში in-vitro მეთოდით წარმოებულ სარგავ მასალას მიენიჭა უმაღლესი ხარისხის კატეგორია.
2013 წლის 05 აგვისტოს შპს „ვანრიკი“-სა და საკონსულტაციო და სასერტიფიკაციო ორგანიზაციების ხელმძღვანელობას შორის გაფორმდა ხელშეკრულებები საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001:2008 დაISO 22000:2005 მოთხოვნების დანერგვისა და კომპანიაში სასერტიფიკაციო აუდიტის ჩასატარებლად საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატების მოსაპოვებლად ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების სფეროში.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხილეულისა და კენკროვანების მოყვანა/გაშენება, გადამუშავებადა გაყიდვა. კომპანია მიზნად ისახავს თავისი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანას. დაგეგმილია გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების იმპლემენტაციის პარალელურად განხორციელდება წარმოების პროცესში დასაქმებული პერსონალის მომზადება, რაც თავის მხრივ დადებით ზეგავლენას მოახდენს უვნებელი სურსათის წარმოებაზე და აღნიშნულ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის პრინციპების დანერგვას.მოხდება უვნებელი სურსათის დაგეგმვა და რეალიზაცია, წინასწარი აუცილებელი პროგარმების (შენობა-ნაგებობისა და სამუშაო გარემოს მართვის პროცედურა; წყლის, ენერგიის კონტროლის პროცედურა; ნარჩენების მართვის პროცედურა; მანქანა-დანადგარების მართვის პროცედურა;წმენდა-დასუფთავების პროცედურა; შესყიდვის პროცედურა; მავნებელებთან ბრძოლის პროცედურა; პირადი ჰიგიენის პროცედურა; შეუსაბამო პროდუქციის მართვისა და გამოწვევის პროცედურა; პროცედურა სურსათის დაცვა, ბიოტერორიზმი და სიფხიზლე) რეალიზაცია. განხორციელდება ოპერაციული წინასწარი აუცილებელი პროგრამების და HACCP გეგმის დადგენა, დაინერგება მიკვლევადობის სისტემა, შემუშავდება შეუსაბამობის კონტროლის პროცედურა, მოხდება კონტროლის ზომების კომბინაციის ვალიდაცია. დაინერგება მუდმივი გაუმჯობესების სისტემა.ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს შეუწყობს კომპანიის იმიჯისა და მისი ბრენდის ცნობადობის ზრდას, მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებას და წარმოებული უსაფრთხო პროდუქციის უპრობლემო რეალიზაციას.