Home

კომპანიების ჯგუფი სავაჭრო ნიშნით Vanrik არის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს აგრო ბიზნესის სფეროში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

 

  • ლურჯი მოცვის მოყვანა.

 Vanrik Agro Group წარმოადგენს ცოცხალი ლურჯი მოცვის უმსხვილეს მწარმოებელს საქართველოში და ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელს ევროპაში. მცენარის მოყვანისადმი მეცნიერული მიდგომა, დახვეწილი ხარისხის სისტემის შესაბამისობა ხარისხის სერტიფიკატებთან  ISO 22000, ISO 9001, Global Gap და საქართველოს ზომიერი სუბტროპიკული კლიმატი წარმოადგენენ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების გარანტიას. 160 ჰა პლანტაცია მდებარეობს რეგიონში, სადაც  თვით ბუნებამ შექმნა უნიკალური მიკროკლიმატი –  აქ გვხვდება კავკასიის დიადი ქედებიდან წამოსული ჰაერის ნაკადები და ზღვის ბრიზი. სწორედ უნიკალური მიკროკლიმატი უზრუნველყოფს კენკრის დამწიფებას 40-50 დღით ადრე, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით. წვეთოვანი მორწყვა ხორციელდება მთის მდინარეების წყლით. 50 კმ-ის რადიუსში არ არის სამრეწველო ობიექტები და დაბინძურების წყაროები. პროდუქციის სკურპულოზური კონტროლის, ლურჯი მოცვის ოპტიმალური, ეტაპობრივი გაგრილება (სამაცივრე (გაგრილების) ტექნიკა მიდის პირდაპირ პლანტაციებში), შოკური გაყინვა და კენკრის სათუთად გადამუშავება ავტომატიზირებულ ხაზზე A&B Packing (აშშ), სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მიიღწევა მაქსიმალური შესაძლო შენახვის ვადა და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისობა. კრეფის სეზონი – 25 მაისიდან 15 ივლისამდე.


  • მცენარეთა მიკროკლონირების ლაბორატორია

მცენარეთა მიკროკლონირების საკუთარი ლაბორატორია (ძირითადი მასალის გენეტიკურად იდენტური კლონების მიღება) სადაც გამოგვყავს ვირუსებისგან  თავისუფალი სანერგე მასალა კასეტებში ან ქოთნებში. მყიდველისთვის სანერგე მასალის გადაცემის ეტაპზე ხდება მასალის ვირუსებზე და სხვადასხვა დაავადებებზე შემოწმება. დღეისათვის ლაბორატორიაში გამოგვყავს შემდეგი დასახელების რამდენიმე მილიონი ნერგი:

ლურჯი მოცვი – 8 ჯიში, მაყვალი – 4 ჯიში, კივი, ბეიბი კივი (აქტინიდია), ფსტა (ფისტა), კანადური ყვავტყემალა, პავლონია, ოპუნცია, კაკალი, ჩაი, კარტოფილი. მიიღება ინდივიდუალური შეკვეთები ჯიშებზე და კულტურებზე, რომელიც არ შედის სტანდარტულ ჩამონათვალში.

როგორც პიონერები და საქართველოში ლურჯი მოცვის მოყვანის უდავო რეპუტაციის მქონე კომპანია, გვაქვს ყველა საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა, ჩვენ ვთავაზობთ კენკროვანი პლანტაციის მოწყობის მომსახურებას „გასაღების ქვეშ“ (დასრულებული ობიექტის ჩაბარებით)  შემდგომი აგრო მხარდაჭერით და მოსავლის შესყიდვით, რომლის გადამუშავებაც მოხდება ჩვენს ქარხანაში.


  • მცენარეების აეროპონიკის მეთოდით გამოსაყვანი დანადგარების წარმოება.

Vanrik Agro Group ამზადებს საკუთარი დიზაინის აეროპინიკის დანადგარებს და ამუშავებს პროგრამულ უზრუნველყოფას აღნიშნული სისტემისთვის. დანადგარის მუშაობის პარამეტრების ავტომატური კონტროლი და მართვის კომპიუტერული სისტემა იძლევა დიდი, გარანტირებული მოსავლის მიღების საშუალებას. აეროპონიკის სისტემის მყიდველები უზრუნველყოფილი იქნებიან სანერ

გე მასალით, რომელიც წარმოებულია Vanrik Agro Group-ის ლაბორატორიაში, ასევე დაბალანსებული საკვები არეებით (ნარევი).  ვახორციელებთ კლიენტთა 24 საათიან

ტექნიკურ მხარდაჭერას. სურვილისამებრ შესაძლებელია SMART მიერთება – მათი აეროპონიკის სისტემის კონტროლერი Vanrik Agro Group-ის მთავარ სერვერთან პატამეტრების დისტანციური მონიტორინგის განხორციელების და პრსქტიკული რჩევების მიცემის მიზნით.