30.00 USD
საშულო ზომის ბუჩქი, რომელიც სეზიონის განმავლობაში იძლევა დიდი ზომის, წვნიან და გამაგრილებელ კენკრას (17 მმ და მეტი), კარგია როგორც ცოცხალი სახით გამოყენებისვის ასევე გადასამუშავებლად. ტისსენს აქვს რამდენიმე წამონაზარდი, აღწევს 4,5 მ სიმაღლეს და სიგანეს. გვიან ყვავილობს და მწიფდება. აღნიშნულ ჯიშს აქვს დიდი ზომის ნაყოფი და მტევანი დაახლოებით 15 მარცვლით.
კენკრა:
მოსავლიანობა: მაღალი
გვირგვინი მომრგვალო, გაჩაჩხული.
გამოყენება: ნაყოფი გამოიყენება ცოცხალი სახით გამოყენებისთვის და ასევე გადასამუშავებლად.
განმასხავვებელი ნიშნები: არათანაბარი დამწიფება კენკრას ხდის უფრო ხელსაყრელს თვითკრეფისთვის. ადრეული ყვავილობა ჯიშს მგრძნობიარეს ხდის გაზაფუხლის ყინვების მიმართ.
ყვავტყემალა
ეს არის ფოთლოვანი ბუჩქი ან პატარა ხე, ფოთლები მარტივია, მომრგვალებული ან ოვალური, მუქი მწვანე ზემოთ ღია მწვანე ქვემოთ, შემოდგომაზე ყვითელი წითელი ან მუქი წითელი.ხილი – ვაშლისებური , ლურჯი, შავი ან მოწითალო-იისფერი , კენკრის დიამეტრი 10-15 მმ, ტკბილი და საკვებად ვარგისი.
ირგა – კარგად იზრდებამზიან და კარგად განათებულ ადგილებში. იგი იზრდებასხვადასხვა შემადგენლობის ნიადაგშიც , თუნდაც მშრალი, ქვიშიანი და კლდოვან ადგილებში , უმკლავდება მაღალ მჟავიან ნიადაგებსაც.მცენარე გვალვაგამძლეა, გამოირჩევა მაღალი ყინვაგამძლეობით, უძლებს -50გრადუსამდე ტემპერატურას . ყვავილობისას გაზაფხულზე უძლებს -7 გრადუსამდე ყინვებს.
ყვავტყემალა გამოირჩევა ადრე და უხვ მოსავლიანობითა და სწრაფი ზრდით. მცენარე დარგვიდან 2-4წწ. იძლევა ნაყოფს. სრული მოსავლიანობის პერიოდს მცენარე აღწევს 8 წლის ასაკში. სხვადასხვა მონაცემებით მცენარის სასიცოცხლო პერიოდი შეადგენს 45-70წელს.
ეს ნაყოფები წვნიანია, მწიფდება ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, ნაყოფები ოვალური ფორმისაა, მოლურჯო-შავი, მოწითალო-იასამნისარი, ნაყოფის კანი რბილია, რტბილობი წვნიანი, გემრიელი და არომატულია. ნაყოფი ერთდროულად არ მწიფდება, ამიტომ ნაყოფებს კრეფენ რამდენიმე ეტაპად. ყვავტყემალას არ ახასიათებს მეწლეობა, ის ყოველწლიურად კარგად მსხმოიარობს. ჩრდილში ცუდად მსხმოიარობს.
ირგას ნაყოფებში 17-23% მშრალი ნივთიერებაა, 12% -შაქრები, 12-40 მგ/% ვიტამინი C, 1 მგ/% -პროვიტამინი A (კაროტინი), დიდი რაოდენობითაა სისხლძარღვთა სისტემისმდგომარეობის გამაუმჯობესებელი ვიტამინი -P,ანტოციანები-500-1600მგ/%, კატექინები -150-220,ფლავონოლი -50-155, ვიტამინი B -12მგ%, მთრიმლავი ნივთიერებები -0,8%, პექტინოვანი ნივთიერებები -1,5-3%. შაქრებიშესაბამისობაშია უჯრედისთან, პექტინოვან ნივთიერებებთან და მიკორელემენტებთან.
ნაყოფები გამოიყენება უმად საჭმელად და გადამუშავებული სახით. მისგან ამზადებენ: წვენებს, ჯემებს, ტყლაპს, მურაბას, კომპოტს, კისელს, ღვინოს, ასევე ნაყოფებს იყენებენ გამხმარი სახით. იმის გამო, რომ ირგას ნაყოფებში მჟავიანობა დაბალია, გემოს გაუმჯობესების მიზნითმის წვენებს უმატებენ წითელი მოცხარის წვენს.