სმოკი (10 ცალი)

30.00 USD

ჯიში სმოკი გამოირჩევა ყველაზე კარგი მოსავლიანობით, აქვს ტკბილი გემო, მოწითალო–მოურჯო შეფერილობა. კენკრა გამოიყენება როგორც ცოცხალი სახით ასევე რეცეპტებში.

ხილის აღწერილობა: მუქი მოწითალო–ლურჯი შეფერილობით, ტკბილი,  სიმწკლარტის გარეშე, სასიამოვნო არომატით, ხირციანი რბილობით, დიამეტრი 14 მმ.

მოსავლიანობა: ძალიან მაღალი

ხე: სიმაღლე 4,5მ, სიგანე 4,5 მ. გვირგვინი ვერტიკალური, გაჩაჩხული.

ყვავილობს სხვა ჯიშებზე გვიან, რაც ყვავილებს იცავს გაზაფხულის ყინვის დროს იცავს დაზიანებისგან.

უხვი წამონაზარდებით.

Description

ყვავტყემალა

ეს არის ფოთლოვანი ბუჩქი ან პატარა ხე, ფოთლები მარტივია, მომრგვალებული ან ოვალური, მუქი მწვანე ზემოთ ღია მწვანე ქვემოთ, შემოდგომაზე ყვითელი წითელი ან მუქი წითელი.ხილი – ვაშლისებური , ლურჯი, შავი ან მოწითალო-იისფერი , კენკრის  დიამეტრი 10-15 მმ, ტკბილი და საკვებად ვარგისი.

ირგა –  კარგად იზრდებამზიან და  კარგად განათებულ ადგილებში. იგი იზრდებასხვადასხვა შემადგენლობის ნიადაგშიც , თუნდაც მშრალი, ქვიშიანი და კლდოვან ადგილებში , უმკლავდება მაღალ მჟავიან ნიადაგებსაც.მცენარე გვალვაგამძლეა, გამოირჩევა მაღალი ყინვაგამძლეობით, უძლებს  -50გრადუსამდე ტემპერატურას . ყვავილობისას გაზაფხულზე უძლებს -7 გრადუსამდე ყინვებს.

ყვავტყემალა გამოირჩევა ადრე და უხვ მოსავლიანობითა და სწრაფი ზრდით. მცენარე დარგვიდან 2-4წწ. იძლევა ნაყოფს. სრული მოსავლიანობის პერიოდს მცენარე აღწევს 8 წლის ასაკში. სხვადასხვა მონაცემებით მცენარის  სასიცოცხლო პერიოდი შეადგენს 45-70წელს.

ეს ნაყოფები წვნიანია, მწიფდება ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში, ნაყოფები ოვალური ფორმისაა, მოლურჯო-შავი, მოწითალო-იასამნისარი, ნაყოფის კანი რბილია, რტბილობი წვნიანი, გემრიელი და არომატულია. ნაყოფი ერთდროულად არ მწიფდება, ამიტომ ნაყოფებს კრეფენ რამდენიმე ეტაპად. ყვავტყემალას არ ახასიათებს მეწლეობა, ის ყოველწლიურად კარგად მსხმოიარობს. ჩრდილში ცუდად მსხმოიარობს.

ირგას ნაყოფებში 17-23% მშრალი ნივთიერებაა, 12% -შაქრები, 12-40 მგ/% ვიტამინი C, 1 მგ/% -პროვიტამინი A (კაროტინი), დიდი რაოდენობითაა სისხლძარღვთა სისტემისმდგომარეობის გამაუმჯობესებელი ვიტამინი -P,ანტოციანები-500-1600მგ/%, კატექინები -150-220,ფლავონოლი -50-155, ვიტამინი B -12მგ%, მთრიმლავი ნივთიერებები -0,8%, პექტინოვანი ნივთიერებები -1,5-3%. შაქრებიშესაბამისობაშია უჯრედისთან, პექტინოვან ნივთიერებებთან და  მიკორელემენტებთან.

ნაყოფები გამოიყენება უმად საჭმელად და გადამუშავებული სახით. მისგან ამზადებენ: წვენებს, ჯემებს, ტყლაპს, მურაბას, კომპოტს, კისელს, ღვინოს, ასევე ნაყოფებს იყენებენ  გამხმარი სახით.  იმის გამო, რომ ირგას ნაყოფებში მჟავიანობა დაბალია, გემოს გაუმჯობესების მიზნითმის წვენებს უმატებენ წითელი  მოცხარის წვენს.

Reviews

Select your currency
USD ამერიკული დოლარი