21.19 USD Inc. VAT
ოპუნცია – კაკტუსისებრთა ოჯახის მრავალწლიანი მცერანეა. ბუნებაში ოპუნცია გვხვდება დატოტვილი ბუჩქის სახით, უბრალოდ მცოცავი მცენარე მიწაზე და ხეზე, რომლის სიმაღლეც აღწევს 6 მეტრს.
უფრო ხშირად მცენარეს აქვს მრგვალი, დატოტვილი, წვნიანი ღერო. ღერო შედგება ოვალური ფორმის სეგმენტებისგან, რომლებიც განლაგებულია ერთმანეთისგან განცალკევებულად და სხვადასხვა ზომისაა. ოპუნციის ყველა სეგმენტი დაფარულია თმეის და ეკლებით.
ოპუნციის ნაყოფი – არის ხორციანი და წვნიანი. ნაყოფის შიგნით მოთავსებულია, მყარი გარსიანი თესლი. ოპუნცია – საოცარი მცენარეა, რომელსაც შეუძლია განავთარის ახალი ყვავილედები და ამ დროს ნაყოფში არ იქნება თესლი.
ოპუნციას შეხვდებით სტეპურ ზონებში კანადაში, სამხრეთ არგენტინაში, ცენტრალურ ამერიკაში. მას ასევე აშენებენ თურქმენეთში, კავკასიასა და ყირიმში.
ოპუნციის სასარგებლო თვისებები
ოპუნცია არის მცენარე ბევრი სასარგებლო თვისებით. მისი ყვავილებს და ღეროს იყენებენ ჭარბი წონის, შაქრიანი დიაბეტის, კუჭის წყლულის, შეკრულობის და გასტრიტის დროს. ფოთლები შეიცავს კალციუმს და კალიუმს, რის გამოც ორგანიზმში სტიმულირება ინსულინის გამომუშავება. გარდა ამისა, ისინი გამოიყენება სისხლდენის დროს, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება.
ოპუნცია სასარგებლოა ხანდაზმული ადამიანებისთვის, რადგან მას აქვს უნარი გააძლიეროს შარდის ბუშტის კედლები. ოპუნციის ყვავილებს იყენებენ სხვადასხვა ტიპის ანთებითი პროცესების დროს. ოპუნცია ზრდის იმუნიტეტს და გააჩნია საერთო გამაჯანსაღებელი ეფექტი მთელს ორგანიზმზე. ოპუნცია – უპირველეის საშუალებაა წყურვილთან, გაუწყლოებასთან და რადიაციასთან საბრძოლველად. მცენარე შესანიშნავი ანტიბიოტიკია.