პროდუქცია

ობსიდიან (10 ცალი)

52.97 GEL Inc. VAT

სეზონი: ადრეული

ძირითადი მახასიათებლები: სრული, მდიდარი არომატი, განკუთვნილია ცოცხალი კენკრის ბაზრისთვის. ძალიან ადრეული მწიფობა.

ძალიან მიმზიდველი, პრიალა ხილი.

სრული, მდიდარი არომატი.

ობსიდიან წარმოადგენს ადრეულ ჯიშს, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით.

ხილის ხარისხი

კენკრის ნაყოფი არის ძალიან მომხიბვლელი, პრიალა, მოცილიდრო ფორმის. ნაყოფი არის მკვრივი და როცა იკრიფება სრულად შავი შეფერილობის,  აქვს გამორჩეულად კარგი და მდიდარი არომატი. ნაყოფი ინარჩუნებს შავ შეფერილობას გაყინვის და გაგრილების შემდეგაც.

გამოყენება

ობსიდიანს როგორც ადრეულ ჯიშს აქვს არაჩვეულებრივი პოტენციალი ცოცხალი კენკრის ბაზარზე.

Description

მაყვალი – ეკლოვანი ბუჩქია, ვარდისებრთა ოჯახისა. ყვავილები თეთრი, დიდი ზომის, ყვავილედებად შეკრებილი. მაყვლის ნაყოფი დიდი ზომისაა, ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებიაგან, ძალიან ჰყავს ჟოლოს, განსაკუთრებით წითელი, უმწიფარი ნაყოფი. მწიფე მაყვლის ნაყოფი მკვეთრი შავი შეფერილობისაა, ზოგჯერ იისფერი ელფერით. მომჟავო–ტკბილი გემოთი გამოირჩევა. მცენარე კარგად იმტევრება.

მაყვლის ნაყოფი –ეს ბუნებრივი „მულტივიტამინების კომპლექსია“. მაყვლის შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით C ვიტამინი, ასევე ვიტამინები Е, Р, РР, К, პროვიტამინი А, В ჯგუფის ვიტამინები. გარდა ამისა, კენკრა შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, ნიკელი, სპილენძი და ა.შ.), ცელულოზა, შაქარი (ფრუქტოზა და სახაროზა), ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის და ღვინის), ტოკოფეროლი, პექტინები. თესლი შეიცავს ცხიმოვან ზეთს – 12%–ზე მეტს.

მაყვლის ფოთოლი მდიდარია С ვიტამინით, ტანინებით, მინერალებით და ამინომჟავებით. მედიცინაში გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი.

მაყვლის ცოცხალი ნაყოფი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ნორმაში მოჰყავს ორგანიზმის ყველა ფუნქცია.

მათ გააჩნიათ სიცხის დამწევი თვისებები. მაყვლის ნაყოფი გამოიყენება თირკმლის დაავადებების დროს, შარდის ბუშტის და კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროს. ისინი ასევე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის და  სახსრების ტკივილის დროს. მაყვალი კარგ გავლენას ახდენს თავის ტვინის და ნევრული სისტემის მუშაობაზე.

Reviews

Select your currency