პროდუქცია

მანოკო

0.79 USD Inc. VAT

მანოკო F1 –  ჩინური კომბოსტოს ადრეული მაღალმოსავლიანი ჰიბრიდია, თავი წვნიანია, მკვრივი, ცინლინდრული ფორმის, წონით 0,8 –1 კგ.

მწარმოებელი: Bejo, ჰოლანდია

სავეგეტაციო პერიოდი: 50 დღე

მოსავლიანობა: 60ტ/ჰა

საერთო მახასიათებლები:

ჩინური კომბოსტოს, მაღალმოსავლიანი, ადრეული ჰიბრიდი, რომელიც ითესება  ნერგების სახით, ღია გრუნტში.

ჰიბრიდი ქმნის, ძალიან სასაქონლო, ღია მწვანე ფერის, მკვრივ, ცილინდრული ფორმის წვნიან თავებს, წონით 0,8 –1 კგ.

ჰიბრიდი არის მაღალლპორდუქტიული, მასზე დიდი მოთხოვნაა ბაზარზე.

გამოირჩევა სითბოს მიმართ გამძლეობით, რაც ძლიერი ფესვთა სისტემის დამსახურებაა.  აქვს შენახვისთვის და ტრანსპორტირებისთვის კარგი თვისებები. გამოირჩევა არაჩვეულებრივი გემოთი.

დათესვა უნდა გამხორციელდეს სიმჭიდროვით 65-75 ათასი მცენარე ჰექტარზე.  ჰიბრიდი მდგრადია ყვავილობის, მოგრეხილი ფოთლების  და ფუზარიუმის მიმართ.

კარგად იტანს არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს.

არ არის მარაგში

კატეგორია:

Description

ჩინურ კომბოსტოს უყალიბდება ცილინდრული ფორმის თავი.  ფურცლების  ფერი შეიძლება იყოს ღია ყვითელი ან ღია მწვანე. ფოთლებს აქვთ ტალღისებური, დაკლაკნილი ბოლოები.  ჩინური კომბოსტო საკმაოდ დელიკატური გემოთი გამოირჩევა, რომელიც მასში მოიცავს კობოსტოს და სალათის გემოს, ყველაზე ახლოს ჩინური კომბოსტო დგას სალათასთან რომანო, ფოთლები წვნიანი და ხრამუნაა, ელასტიურია, მაგრამ არა მაგარი.

ჩინური კომბოსტო მართლა ჩინეთის მკვიდრია, მასზე ინფორმაცია მოიპოვება ჩვ.წ.აღ–მდე V საუკუნიდან. ჩინეთში ჩინურ კობოსტოს მიაკუთვნებდნენ უნიკალურ სასარგებლო თვისებებს, ითვლებოდა პანაცეად პრაქტიკულად ყველა გავრცელებული დაავადებების მიმართ.   დღეს ჩინური კომბოსტოს გემო და სასარგებლო თვისებები დააფასეს მთელს მსოფლიოში, ის მოჰყავთ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.  ჩინური კომბოსტოს კალორიულობა 100 გრ პროდუქტზე შეადგენს 16 კკალ.

კომბოსტო სეიცავს დიდი რაოდენობით ძნელად გადასამუშავებელ საკვებში შესულ უჯრედისებს, ამასთან კომბოსტოს ფურცლის თეთრ ნაწილში იგი უფრო მეტია ვიდრე მწვანეში. უხეში საკვები ბოჭკოები თამაშობენ ერთგვარი ფუნჯის როლს, რომელიც აცილებს ნაწლავის კედლის ლორწოს და ნარჩენებს.

ბოსტნეული ფურცლების მწვანე ნაწილები შეიცავენ C  ვიტამინს, რომელიც  ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ჩინური კომბოსტოს ფურცლების თეთრი ნაწილი მდიდარია ვიტამინებით A და K, აქედან პირველი საჭირება ნივთიერება როდოპსინის გამოსამუშავებლად, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას ღამით, ხოლო მეორე აუცილებელია სისხლის კარგად შედებისთვის.   პროდუქტი შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს და საკმაოდ იშვიათ ლიმონმჟავას. კომბოსტო ნაწსრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას და შეკრულობის დროს ეფექტური წამალია.

ჩინური კომბოსტოს გადაჭარბებულმა მოხმარება შესაძლებელია გამოიწვიოს უარყოფითი გავლენა იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს კუჭ–ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრების კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი და კუჭის წყლული. მათ ვისაც აქვს „სუსტი“ კუჭი, სიფრთხილით უნდა შეიტანოს რაციონში ჩინური კომბოსტო.  მინიმალური კალორიის შემცველობა, რომელსაც აქვს ორგანიზმზე „უარყოფითი გავლენა, იმიტომ რომ მის გადამუშავებაზე, ადამიანი ხარჯავს უფრო მეტ კალორიას ვიდრე ღებულობს მისგან, ჩინური კომბოსტო გასახდომი პროდუქტების სიაში იკავებს ერთ–ერთ წამყვან ადგილს. რაციონში კვირაში რამდენიმე დღე  ცოცხალი ჩინური კომბოსტოს შეყვანით, შესაძლებელია დიეტის და შეზღუდვების გარეშე ასტაბილურებს და ეხმარება წონის შენარჩუნებაში.  ყველაზე სასარგებლოა ჩინური კომბოსტოს ცოცხალი სახით მიღება უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის.  პროდუქტს გამოიყენებენ სხვადასხვა ტიპის ბოსტნეულის სალათებში, მოხარშულ ან შემწვარ ხორცთან,  კიბორჩხალას ჩხირებთან. კომბოსტოს მცირე ზომის ფურცლებზე მოსახერხებელია ცივი აპეტაიზერების ან სალათების პორციების მისართმევად. ჩინურ კომბოსტოს ამატებენ წვნიანებში, რაგუში, მისგან ამზადებენ ტოლმას, მთლიანად ფარშირებულს.  უნდა გახსოვდეთ, რომ თერმული დამუშავების დროს სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი იკარგება და ჩინური კომბოსტოს გამოცხობის პროცესი დავიყვანოთ მინიმუმამდე.

Reviews

Select your currency
USD ამერიკული დოლარი