პროდუქცია

კარაკა ბლექ (10 ცალი)

21.19 USD Inc. VAT

სეზონი: ხანგრძლივი მწიფობის სეზონი

ძირითადი მახასიათებლები: მიმზიდველად დიდი, გრძელი ნაყოფი, ხანგრძლივი მოსავლიანობა.

კარაკა ბლექის მახასიათებლები

ხანგრძლივი მოსავლიანობის სეზონი,

დიდი, გრძელი ცილინდრული ფორმის კენკრა (საშუალოდ 10–11 გრ).

ნათელი, პრიალა სასიამოვნო კენკრა.

განსაკუთრებული შენახვის პირობა.

მაღალი მოსავლიანობა 25ტ–ზე მეტი 1 ჰა–ზე.

ხილის ხარისხი:

ნაყოფი არის კარგად გამოხატული და იოლად იკრიფება. მუქი შავი შეფერილობის ნაყოფს აქვს გრძელი ცილინდრული ფორმა, არის მკვრივი და პრიალა. გამოირჩევა ტკბილი გემოთი, თუ გრილ კლიმატში მოხდება მოყვანა, შესაძლებელია ჰქონდეს მომჟავო გემო.

გამოყენება: კარაკა ბლექ გამოიყენება ცოცხალი სახით, გადასამუსავებლად ან თვით–კრეფისთვის.  გრილი კლიმატის პირობებში რეკომენდირებულია გვირაბის ტიპის პირობებში წარმოება ცოცხალი კენკრის ბაზრისთვის.

Description

მაყვალი – ეკლოვანი ბუჩქია, ვარდისებრთა ოჯახისა. ყვავილები თეთრი, დიდი ზომის, ყვავილედებად შეკრებილი. მაყვლის ნაყოფი დიდი ზომისაა, ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებიაგან, ძალიან ჰყავს ჟოლოს, განსაკუთრებით წითელი, უმწიფარი ნაყოფი. მწიფე მაყვლის ნაყოფი მკვეთრი შავი შეფერილობისაა, ზოგჯერ იისფერი ელფერით. მომჟავო–ტკბილი გემოთი გამოირჩევა. მცენარე კარგად იმტევრება.

მაყვლის ნაყოფი –ეს ბუნებრივი „მულტივიტამინების კომპლექსია“. მაყვლის შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით C ვიტამინი, ასევე ვიტამინები Е, Р, РР, К, პროვიტამინი А, В ჯგუფის ვიტამინები. გარდა ამისა, კენკრა შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, ნიკელი, სპილენძი და ა.შ.), ცელულოზა, შაქარი (ფრუქტოზა და სახაროზა), ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის და ღვინის), ტოკოფეროლი, პექტინები. თესლი შეიცავს ცხიმოვან ზეთს – 12%–ზე მეტს.

მაყვლის ფოთოლი მდიდარია С ვიტამინით, ტანინებით, მინერალებით და ამინომჟავებით. მედიცინაში გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი.

მაყვლის ცოცხალი ნაყოფი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ნორმაში მოჰყავს ორგანიზმის ყველა ფუნქცია.

მათ გააჩნიათ სიცხის დამწევი თვისებები. მაყვლის ნაყოფი გამოიყენება თირკმლის დაავადებების დროს, შარდის ბუშტის და კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროს. ისინი ასევე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის და  სახსრების ტკივილის დროს. მაყვალი კარგ გავლენას ახდენს თავის ტვინის და ნევრული სისტემის მუშაობაზე.

Reviews

Select your currency