დიუკი (10 ცალი)

75.00 GEL

1,2-1,8მ სიმაღლის ბუჩქებია სუსტი ყლორტწარმოქმნით, ამიტომ ბუჩქი ძალიან არ იტოტება, რაც სინათლის კარგ შეღწევას განაპირობებს და გასხვლის ხარჯები მცირდება. ნაყოფი მწიფდება ივნისის მეორე დეკადიდან. მოსავალი რეგულარულად მაღალია 6– 8კგ ბუჩქიდან.კენკრა ნაყოფი ძალიან  მსხვილია(17- 20მმ დიამეტრში), მკვრივი, ღია ცისფერი. კარგი გემო აქვს, რომელიც უმჯობესდება გაცივებისას. რეალიზაცია ნედლი სახით. ჯიში ყვავის შედარებით გვიან, ყვავილები წაყინვებისადმი გამძლეა, ხოლო ბუჩქი – ყინვაგამძლე.

Description

ლურჯი მოცვი- უახლოესი ნათესავია ჩვეულებრივი შავი (ტყის )მოცვისა. ლურჯი მოცვი  ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით  და შესანიშნავი  გემოთი. გემო ოდნავ განსხვავდება შავი მოცვის გემოსგან , სამაგიეროდ   მისი ნაყოფი 1.5-2  ჯერ დიდია  და მიაღწევს მწიფე ალუბლის ზომას. მას აქვს გიპო -ალერგიული თვისებები,  აუმჯობესებს მხედველობას და ანელებს დაბერების პროცესს ორგანიზმში,  აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს . მოცვი იდეალურად ასუფთავებს ნაწლავს. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C  და ანტი-ოქსიდანტების , რომლებიც ეფექტურად ებრძვიან  კიბოს უჯრედების განვითარებას.

იზრდება ლურჯი მოცვი ბუჩქის სახით , სიმაღლე30-50 სმ, თუმცა ზოგიერთი ჯიშის ნერგი  მიაღწევს სამიმეტრის სიმაღლეს. მცენარე მრავალწლიანია და არ ითხოვს განსაკუთრებით მოვლას, გამძლეა ავადმყოფობის მიმართ. ზოგიერთი მცენარის სასიცოცხლო პერიოდი შეიძლება შეადგინოს 100 წელი. ლურჯი მოცვის ნაყოფიერება იწყება 3-4 წლის ასაკში  და რეგულარულად აძლევს უხვ მოსავალს, განსაკუთრებით წვიმიანი ზაფხულის დროს . მოსავლიანობა სხვადასხვა ნაირია, დამოკიდებულია მცენარის ჯიშზე ,მერყეობს    2.5 დან10კგ.  ერთი ბუჩქიდან.

ლურჯი მოცვის მოსავლის აღება იწყება  ზაფხულის ბოლოს.მოცვის ნაყოფი კარგად უძლებს ყინვას და შენახვას  გაყინულ მდგომარეობაში,  ერთი წლის განმავლობაში. მაცივარში  შეიძლება შეინახოს ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.ლურჯი მოცვი   ასევე  შესანიშნავად  გამოიყენება  ღვინის  დამზადებისთვის.

Reviews

Select your currency