პროდუქცია

ČAČANSKA BESTRNA (10 ცალი)

62.50 GEL Inc. VAT

სეზონი:  საშუალო–ადრეული მწიფობის სეზონი

ძირითადი მახასიათებლები: დიდი ზომის კენკრა, მაღალი ამტანობით გამოირჩევა ზამთრის დაბალი ტემპერატურის დროს.

ძალიან დიდი ნაყოფი (საშუალოდ 9,3 გრ)

ძალიან ტკბილი, არომატული კენკრა

მაღალი მოსავლიანობა

დაავადებებისადმი კარგი ამტანობა

მოსავლის აღება

შუა–ადრეული მწიფობის პერიოდი

კენკრის ხარისხი

კენკრა არის ძალიან დიდი ზომის საშუალოდ 9,3 გრ (ინდივიდუალურად აღწევს 15,4 გრ. მბზინავი შავი შეფერილობის, მკვრივი, გრძელი, ცილინდრული, ძალიან ტკბილი და არომატული, იოლად იკრიფება

მოსავლიანობა

კარგი მოვლის და ხელსაყრელ პირობებში ხარისხიანი კენკრის რაოდენობა აღწევს 1 ჰექტარზე 20 ტონას.

გამოყენება

კენკრა განკუთვნილია ცოცხალი, გაგრილებული სახით გამოყენებისთვის.  კარგი ტრანსპორტაბელურობით გამოირჩევა.

Description

მაყვალი – ეკლოვანი ბუჩქია, ვარდისებრთა ოჯახისა. ყვავილები თეთრი, დიდი ზომის, ყვავილედებად შეკრებილი. მაყვლის ნაყოფი დიდი ზომისაა, ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებიაგან, ძალიან ჰყავს ჟოლოს, განსაკუთრებით წითელი, უმწიფარი ნაყოფი. მწიფე მაყვლის ნაყოფი მკვეთრი შავი შეფერილობისაა, ზოგჯერ იისფერი ელფერით. მომჟავო–ტკბილი გემოთი გამოირჩევა. მცენარე კარგად იმტევრება.

მაყვლის ნაყოფი –ეს ბუნებრივი „მულტივიტამინების კომპლექსია“. მაყვლის შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით C ვიტამინი, ასევე ვიტამინები Е, Р, РР, К, პროვიტამინი А, В ჯგუფის ვიტამინები. გარდა ამისა, კენკრა შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, ნიკელი, სპილენძი და ა.შ.), ცელულოზა, შაქარი (ფრუქტოზა და სახაროზა), ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის და ღვინის), ტოკოფეროლი, პექტინები. თესლი შეიცავს ცხიმოვან ზეთს – 12%–ზე მეტს.

მაყვლის ფოთოლი მდიდარია С ვიტამინით, ტანინებით, მინერალებით და ამინომჟავებით. მედიცინაში გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი.

მაყვლის ცოცხალი ნაყოფი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ნორმაში მოჰყავს ორგანიზმის ყველა ფუნქცია.

მათ გააჩნიათ სიცხის დამწევი თვისებები. მაყვლის ნაყოფი გამოიყენება თირკმლის დაავადებების დროს, შარდის ბუშტის და კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროს. ისინი ასევე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის და  სახსრების ტკივილის დროს. მაყვალი კარგ გავლენას ახდენს თავის ტვინის და ნევრული სისტემის მუშაობაზე.

Reviews

Select your currency