E-1

21.19 USD Inc. VAT

სეზონი: ძალიან ხანგრძლივი მოსავლიანობის პეიროდი

ძირითადი მახასიათებლები: ძალიან დიდი, პრიალა ნაყოფი, უეკლო.

ასტერინას მახასიათებლები

ძალიან დიდი ზომის პრიალა ნაყოფი

ლურჯი მოცვის არსჩვეულებრივი არომატი და გემო. უეკლო, დაავადებებისადმი კარგი ამტანობა.

მოსავლიანობა

კენკრა მწიფდება შუა ივლისიდან ძალიან დიდი მოსავლიანობის პერიოდით.

ხილის ხარისხი

ძალიან დიდი ზომის, პრიალა ნაყოფი ლურჯი მოცვის არაჩვეულებრივი არომატით.

ასტერინა რეკომენდირებულია სახლის პირობებისთვის.  ეს ჯიში კარგია ოჯახებისთვის, რომლებსაც უყვართ კენკრის მოკრეფისთანავე დაგემოვნება.

Description

მაყვალი – ეკლოვანი ბუჩქია, ვარდისებრთა ოჯახისა. ყვავილები თეთრი, დიდი ზომის, ყვავილედებად შეკრებილი. მაყვლის ნაყოფი დიდი ზომისაა, ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებიაგან, ძალიან ჰყავს ჟოლოს, განსაკუთრებით წითელი, უმწიფარი ნაყოფი. მწიფე მაყვლის ნაყოფი მკვეთრი შავი შეფერილობისაა, ზოგჯერ იისფერი ელფერით. მომჟავო–ტკბილი გემოთი გამოირჩევა. მცენარე კარგად იმტევრება.

მაყვლის ნაყოფი –ეს ბუნებრივი „მულტივიტამინების კომპლექსია“. მაყვლის შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით C ვიტამინი, ასევე ვიტამინები Е, Р, РР, К, პროვიტამინი А, В ჯგუფის ვიტამინები. გარდა ამისა, კენკრა შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, ნიკელი, სპილენძი და ა.შ.), ცელულოზა, შაქარი (ფრუქტოზა და სახაროზა), ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის და ღვინის), ტოკოფეროლი, პექტინები. თესლი შეიცავს ცხიმოვან ზეთს – 12%–ზე მეტს.

მაყვლის ფოთოლი მდიდარია С ვიტამინით, ტანინებით, მინერალებით და ამინომჟავებით. მედიცინაში გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი.

მაყვლის ცოცხალი ნაყოფი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ნორმაში მოჰყავს ორგანიზმის ყველა ფუნქცია.

მათ გააჩნიათ სიცხის დამწევი თვისებები. მაყვლის ნაყოფი გამოიყენება თირკმლის დაავადებების დროს, შარდის ბუშტის და კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროს. ისინი ასევე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის და  სახსრების ტკივილის დროს. მაყვალი კარგ გავლენას ახდენს თავის ტვინის და ნევრული სისტემის მუშაობაზე.

Reviews

Select your currency
USD ამერიკული დოლარი