პროდუქცია

კაკალი (10 ცალი)

65.00  58.50  Inc. VAT

კაკლის ხე —მრავალწლიანი ხეა, ცოცხლობს 400 ––1000 წელს.  ნაყოფის მოცემას იყწებს 11–12 წლის ასაკში, ყველაზე მეტ მოსავალს იძლევა 100-170 წლის ასაკში. ერთი ხე იძლევა 10–დან 300 კგ–მდე ნაყოფს.

Description

კაკლის სასარგებლო და მავნე ჩვევები ადამიანებს აინტერესებთათ უძველესი დროიდან. ბერძნები მას მუცლის რკოებს უწოდებდნენ. ისინი რგავდნენ მას ბაღში ოჯახში ბავშვის დაბადებისას, სჯეროდათ,  რომ ეს დაეხმარება პატარას იყოს ძლიერი და რომ მის სულში ჩასახავს რწმენას და ძალას. თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ კაკალს ყველაძე სასარგებლო ნაყოფად სხვა კაკლის სახეობებს შორის. მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი მის თავისებურებებთან, რაც უკავშირდება მისი გამოყენების შეზღუდვას ან მის გამოყენებაზე უარის თქმას. გამოყენება და კაკლის ნაყოფის, ფოთლების და მერქნის ქიმიური შემადგებლობის გამო ეს საოცარი ხე გამოიყენება ადამიანის საქმიანობის მრავალ სფეროში. მისი მერქნისგან ამზადებენ ავეჯს, ფიტონციდები, რომლებსაც გამოყოფენ ფოთლები ეხმარება ბაქტერიების და მწერების მოგერიებაში. ამერიკელმა მეცნიერებმა გაანალიზეს სტატისტიკა 30 წლის განმავლობაში, და შეაჯამეს შედეგები, რომ კაკლის  და საერთოდ თხილის მოყვარულები იშვიადათ კვდებიან კიბოსგან, დიაბეტისგან და გულ–სისხლძარღვდა დაავადებებისგან. გულ–სისხლძარღვთა კარგი მუშაობისთვის საჭიროა დაახლოებით 43 გრ. კაკლის მიღება, ყოველდღიურად, არნიშნული შედის „ხმელთაშუა ზღვის“ დიეტაში. 7 ცალი კაკალი დღე–ღამეში ნახევარი წლის განმავლობაში ამცირებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის შემცველობას 10%–ით და ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს 18%–ით. კაკლის სარგებელი და უარყოფითი თვისებები განისაზღვრება მისი შემადგენლობით. მისი ნაყოფი შეიცავს დაახლოებით 80 ელემენტს. ეს არის – ცხიმოვანი ზეთები  (76 %–მდე), ცილები (21 %–მდე), ნახშირწყლები (7 %–მდე), ვიტამინები А, К, Е, D, С, P, РР, ტოკოფეროლი, ვიტამინების ჯგუფი В; სელენი, თუთია, მაგნიუმი, სპილენძი, იოდი, რკინა, ფოსფორი, კობალტი, კალციუმი; სხვადასხვა ამინომჟავები; კოენზიმ Q10. ცხიმოვანი ზეთი შედგება ოლეინის გლიცერინისგან, ლინოლის, სტეარინის, პალმიტინის, ლინოლენის მჟავებისგან.  100 გრ. ნაყოფში მხოლოდ 3-7 გრ წყალია. დანარჩენი კომპონენტები – ამინომჟავები, ცილები, მჟავების შემცველი ცხიმები, გააჩნიათ თერაპიული როლი ადამიანის მეტაბოლიზმში. კაკლის უმწიფარი ნაყოფი შეიცავს დიდ რაოდენობით ასკორბინის მჟავას (10%). კაკლის ზეთი არის ლიდერი მცენარეულ ზეთებში პოლიგაუჯერებელ მჟავებში (92%).

Reviews